top of page

2024 - პირველადი ჯანდაცვის წელი

აქტიური ნაბიჯები ხარისხიანი პირველადი ჯანდაცვის დამკვიდრების მიმართულებით 

Moving from Policy to Actions

რეფორმის წარმატებით განხორციელების ხელშეწყობა

news.png
Writer's pictureGFMA

2025 წლიდან საქართველოში საექთნო საქმიანობის განხორციელება შესაძლებელი იქნება მხოლოდ რეგისტრაციის, ლიცენზიის ან სერთიფიკატის ფლობის შემთხვევაში

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ, „საექთნო საქმიანობის განვითარების ეროვნული საბჭოსთან“ კოორდინაციით, მოამზადა „საექთნო საქმის განვითარების სტრატეგია,“ რომელიც დამტკიცდა საქართველოს მთავრობის 2019 წლის 16 ივლისის №334 დადგენილებით.

„საექთნო საქმის განვითარების სტრატეგიის“ დოკუმენტი წარმოადგენს საექთნო/მეანი ექთნების ადამიანური რესურსის განვითარების ხედვას (2019-2025 წლები), რომელიც თანმიმდევრული ღონისძიებების გატარების საშუალებით უზრუნველყოფს, ქვეყანაში არსებობდეს საექთნო ადამიანური რესურსის დაგეგმვის, განათლების/პროფესიული განვითარების და პროფესიული რეგულირების მდგრადი, თანამედროვე მოთხოვნებთან თავსებადი, ეფექტური სისტემა, და რომელიც, ასევე, პროფესიის პოპულარიზაციის მიზნით გატარებულ სწორ საკომუნიკაციო ინტერვენციებთან ერთად, ხელს შეუწყობს სამედიცინო მომსახურება იყოს უსაფრთხო და ხარისხიანი, რაც არის საქართველოს მოსახლეობის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესების საწინდარი.

სტრატეგიის ფარგლებში უკვე ინიცირებულია კანონი „საექთნო საქმიანობის შესახებ“.

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო, უკვე მეორე წელია აქტიურად მუშაობს საექთნო საქმის საგანმანათლებლო პროგრამებისა და ექთანთა საქმიანობის ასევე, სხვა მარეგულირებელი კანონმდებლობაში შესატანი ცვლილებების პაკეტზე, რომელიც ითვალისწინებს ცვლილებებს შემდეგ კანონებში:

1. საქართველოს კანონი „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“;

2. საქართველოს კანონი „უმაღლესი განათლების შესახებ";

3. საქართველოს კანონი „პროფესიული განათლების შესახებ“;

4. "ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი".

45 views0 comments

Comentários


bottom of page