top of page

საქართველოს საოჯახო მედიცინის ასოციაცია 20 წლისაა

istoria.png

ორგანიზაციის დასახელება

ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმა

რეგისტრაციის თარიღი

პრეზიდენტი (სახელი, გვარი)

მისამართი

ტელეფონის ნომერი

ელ.ფოსტა

ვებ.გვერდი

წევრთა რაოდენობა

არის თუ არა თქვენი ორგანიზაცია რომელიმე საერთაშორისო ორგანიზაციის წევრი (მიუთითეთ ორგანიზაცია და გაწევრიანების წელი)

საქართველოს საოჯახო მედიცინის პროფესიონალთა კავშირი

ა(ა)იპ

17.11.2003   

ირინე ქაროსანიძე

თბილისი მ.წინამძღვრიშვილის ქ.#57

599 559 553

nfmtc@nilc.org.ge

www.gfma.ge

175

WONCA Full Member Organization  - World Organization of National Colleges, Academies and Academic Associations of General Practitioners/Family Physicians

WONCA World”-სა და “WONCA Europe” - სრულუფლებიანი წევრი

ორგანიზაციიის განვითარების მოკლე ისტორია

ა(ა)იპ „საქართველოს  საოჯახო მედიცინის პროფესიონალთა კავშირი“ [GFMA] დაარსდა 2003 წლის ნოემბერში.

ასოციაცია ჩამოყალიბდა ორი ასოციაციის: ოჯახის ექიმთა ასოციაციისა (1995-2003) და ზოგადი პრაქტიკის/ოჯახის ექიმთა მასწავლებლების ასოციაციის  (2001-2003) გაერთიანების საფუძველზე.

კავშირში გაერთიანდა ოჯახის ექიმები, ზოგადი პრაქტიკის ექთნები და მენეჯერები, პირველადი ჯანდაცვის მხარდამჭერი სხვა პროფესიონალები, ის ინტელექტუალური პოტენციალი, რომელიც საქართველოს სხვადასხვა რეგიონში საოჯახო მედიცინის მოდელის ჩამოყალიბების მიზნით 1997-2003 წლებში შეიქმნა.

კავშირში გაერთიანებულნი არიან, აგრეთვე, უმაღლესი სამედიცინო სკოლების პროფესორ-მასწავლებლები, რომელთა ექსპერტული ცოდნა და გამოცდილება უდავოდ ღირებულია საოჯახო მედიცინის სფეროში მყარი აკადემიური საფუძვლების ჩამოსაყალიბებლად.

2004 წლიდან საოჯახო მედიცინის პროფესიონალთა კავშირი გახდა ოჯახის /ზოგადი პრაქტიკის ექიმების ნაციონალური კოლეჯების, აკადემიების და აკადემიური ასოციაციების მსოფლიო ორგანიზაციის  “Wonca World“ და „Wonca Europe”-ს ნამდვილი წევრი.

კავშირის მისია ეფუძნება საოჯახო მედიცინაში პროფესიული მზადების, კვლევის, კლინიკური საქმიანობის  და ზოგადად, ზოგადსაექიმო პრაქტიკის/საოჯახო მედიცინის,  დისციპლინის პრინციპების დამკვიდრებას. 

მისი ამოცანებია:

  • საქართველოში საოჯახო მედიცინის სფეროში მოღვაწე პროფესიონალების: ოჯახის ექიმების, ზოგადი პრაქტიკის ექთნებისა და მენეჯერების მაღალი პროფესიული სტანდარტების დასახვა  და შენარჩუნება

  • საოჯახო მედიცინის მოდელის ფუნქციონალური მახასიათებლების შეფასება

  • საოჯახო მედიცინის სფეროში მოღვაწე პირთა პროფესიული განვითარება  დიპლომამდელი და დიპლომისშემდგომი წვრთნის პროგრამების მომზადებაში აქტიური მონაწილეობისა და მათი პრაქტიკული განხორციელების ხელშეწყობის გზით

  • ზოგადი საექიმო პრაქტიკისათვის უახლეს მეცნიერულ ფაქტებზე დამყარებული გაიდლაინების შემუშავება და მათი პრაქტიკული დანერგვის ხელშეწყობა

  • ზოგადი საექიმო პრაქტიკის დარგში სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის დანერგვა. ამ გზით არსებული პრობლემების გამოვლენა და მათ აღმოსაფხვრელად პრაქტიკული ღონისძიებების გეგმების შემუშავება, მათი ორგანიზაცია და კოორდინაცია საქართველოს მოსახლეობის პირველადი სამედიცინო მომსახურეობის ეფექტურობის ამაღლების მიზნით

  • საოჯახო მედიცინის დარგში მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნების გამოცდილებისა და უახლესი მიღწევების შესწავლა და მათი დანერგვა საქართველოს სამედიცინო პრაქტიკაში

  • საქართველოს და უცხოეთის ქვეყნების სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციებთან თანამშრომლობა საქართველოში საოჯახო მედიცინის განვითარების მიზნით

  • საქართველოში საოჯახო მედიცინის მოდელის ფარგლებში ჯანდაცვის პროფესიონალთა პროფესიული უფლებებისა და ინტერესების დაცვა, აგრეთვე მათი პრაქტიკული საქმიანობის ხელშეწყობა.

„საქართველოს საოჯახო მედიცინის პროფესიონალთა კავშირის“ ძირითადი აქტივობები და პირველი ნაბიჯები:

  • საქართველოში საოჯახო მედიცინის მოდელისათვის სამართლებრივი საფუძვლების ჩამოყალიბება

  • კავშირის ვებ-გვერდის შექმნა, რათა ყველა დაინტერესებულ მხარეს (ასოციაციის წევრებს, სასწავლო პრაქტიკებს, ინდივიდუალურ პირებს, ექიმებს, ექთნებს და სხვ.) ჰქონდეს უზრუნველყოფილი საოჯახო მედიცინის განვითარების შესახებ უახლეს ინფორმაციასა და სასწავლო პროგრამებზე ხელმისაწვდომობა

  • საინფორმაციო წერილების შექმნა და გავრცელება ისეთ საკითხებზე, რაც დაკავშირებულია საოჯახო მედიცინაში საერთაშორისო მიმართულებებსა და სხვა ქვეყნებში ჩვენი კოლეგების გამოცდილებასთან 

  • საოჯახო მედიცინის მასწავლებელთა ქსელების გაძლიერება მასწავლებელთა შეხვედრების პროგრამების განვითარებითა და ორგანიზებით

  • სწავლების პროცესში მიღებული ცოდნის პრაქტიკული გამოყენების შეფასების ორგანიზაცია

  • პროფესიული სწავლებისა და უწყვეტი პროფესიული განვითარების პროგრამების შექმნა და იმპლემენტაცია

  • პირველადი ჯანდაცვის  სტანდარტების, გაიდლაინების/პროტოკოლების/ გზამკვლევების შექმნა/დანერგვაში აქტიური მონაწილეობა.

  • მტკიცებულებებზე დაფუძნებული მედიცინის  კლინიკურ პრაქტიკაში ტრანსლაციის ხელშეწყობა, რაც თავისთავად მყარ საფუძვლებს შექმნის   პირველადი ჯანდაცვის საუკეთესო პრაქტიკების განვითარებისათვის.

  • საოჯახო მედიცინაში გადამზადების რეზიდენტურის  კურსის შექმნა

  • ოჯახის ექიმთა სერტიფიცირებისათვის შეფასების ინსტრუმენტების მომზადება

  • ოჯახის ექიმთა, ზოგადი პრაქტიკის ექთანთა პრაქტიკის მენეჯერთა დროებითი დებულებების შექმნა,  წარდგენა და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ მათი დამტკიცება

  • სასწავლო მასალების შექმნა ოჯახის ექიმთათვის, მენეჯერთათვისა და ზოგადსაექიმო პრაქტიკის ექთანთათვის

  • სასწავლო მასალების შექმნა ოჯახის ექიმთათვის, მენეჯერთათვისა და ზოგადსაექიმო პრაქტიკის ექთანთათვის

  • იმერეთის, აჭარისა და შიდა ქართლის “ოჯახის ექიმთა გადამზადების პროგრამის” განხორციელების სუპერვიზია

  • უწყვეტი სამედიცინო განათლების აკრედიტირებული პროგრამები პირველადი ჯანდაცვის ექიმებისა და ოჯახის ექიმთა მასწავლებლებისათვის;

  • მრავალარჩევანიანი კითხვარების შემუშავება პირველადი ჯანდაცვის დონეზე მომუშავე უბნის თერაპევტებისა და პედიატრებისათვის რეზიდენტურის პროგრამაში ჩასარიცხი შესარჩევი კონკურსისათვის.

  • საოჯახო მედიცინის ტრენერების ქსელების გაძლიერება მასწავლებელთა რეგულარული შეხვედრების პროგრამებისა შექმნისა და ორგანიზების გზით

  • მიმდინარე პროგრამების შეფასება და უწყვეტი პროფესიული განვითარებისათვის  ახალი პროგრამების განვითარება, რათა მიღწეულ იქნას მდგრადი, საჭიროებების შესაფერისი და აკრედიტებული საოჯახო მედიცინის მომსახურების მიწოდება საქართველოს მთელი მოსახლეობისათვის. 

  • საოჯახო მედიცინის პროფესიონალების ინდივიდუალური საქმიანობის შეფასების სქემების განვითარება (workplace appraisal schemes).

  • კლინიკური ევალუაციის ინსტრუმენტების შემუშავება და დანერგვა სამუშაო ადგილებზე საქმიანობის შეფასების მიზნით.

  • ჩატარდა საქმიანობის ფრაზირებისა და  კლინიკური ევალუაციის პროგრამის პილოტირება; აღნიშნული პროგრამების დანერგვა  გაგრძელდა აჭარაში, იმერეთისა და კახეთის რეგიონებში.

  • საოჯახო მედიცინის სასწავლო ცენტრების ევალუაციის ინსტრუმენტების შემუშავება, პილოტირება იმერეთის რეგიონულ სასწავლო ცენტრში და შემდგომი წარდგინება სხვა სასწავლო ცენტრების შეფასების მიზნით.

  • სტანდარტებისა და მარეგულირებელი მექანიზმების განვითარება.

  • თვითშეფასებისა და კოლეგიალური განხილვების დანერგვა-წარდგინება საგანმანათლებლო ციკლის დასრულების მიზნით

  • საოჯახო მედიცინის პროფესიონალთა კავშირის ვებ-გვერდის შექმნა  www.gfma.ge, რათა ყველა დაინეტერესებულ პირს/მხარეს ჰქონდეს საოჯახო მედიცინის განვითარების შესახებ უახლეს ინფორმაციასა და სასწავლო პროგრამებზე ხელმისაწვდომობა

  • საინფორმაციო წერილების შექმნა და გავრცელება ისეთ საკითხებზე, რაც დაკავშირებულია საოჯახო მედიცინაში საერთაშორისო მიმართულებებსა და სხვა ქვეყნებში ჩვენი კოლეგების გამოცდილებასთან

  • და სხვ.

bottom of page