-
საქართველოში საოჯახო მედიცინის სფეროში მოღვაწე პროფესიონალების: ოჯახის ექიმების, ზოგადი პრაქტიკის ექთნებისა და მენეჯერების პროფესიული საქმიანობის სტანდარტებისა და ნორმატივების შემუშავება, მათი პრაქტიკაში გამოყენების შედეგების ანალიზი და კონტროლი;
-
ოჯახის ექიმების, ზოგადი პრაქტიკის ექთნებისა და მენეჯერების საქმიანობის შესწავლა და ამის საფუძველზე, მაღალი პროფესიული სტანდარტის შენარჩუნების მიზნით კონკრეტული გზების დასახვა;
-
საოჯახო მედიცინის სფეროში მოღვაწე პროფესიონალების დიპლომამდელი და დიპლომისშემდგომი პროფესიული წვრთნის პროგრამების მომზადებაში აქტიური მონაწილეობა და მათი პრაქტიკული განხორციელების ხელშეწყობა;
-
ოჯახის ექიმებისათვის, ზოგადი პრაქტიკის ექთნებისა და მენეჯერებისთვის უწყვეტი სამედიცინო განათლების პროგრამების შემუშავება და მათი განხორციელება;
-
ზოგადი საექიმო პრაქტიკისათვის უახლეს მეცნიერულ ფაქტებზე დამყარებული გაიდლაინების შემუშავება და მათი პრაქტიკული დანერგვის ხელშეწყობა;
-
ზოგადი საექიმო პრაქტიკის დარგში სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის დანერგვა. ამ გზით არსებული პრობლემების გამოვლენა და მათ აღმოსაფხვრელად პრაქტიკული ღონისძიებების გეგმების შემუშავება, მათი ორგანიზაცია და კოორდინაცია საქართველოს მოსახლეობის პირველადი სამედიცინო მომსახურეობის ეფექტურობის ამაღლების მიზნით;
-
საოჯახო მედიცინის დარგში მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნების გამოცდილებისა და უახლესი მიღწევების შესწავლა და მათი დანერგვა საქართველოს სამედიცინო პრაქტიკაში;
-
საქართველოს და უცხოეთის ქვეყნების სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციებთან თანამშრომლობა საქართველოში საოჯახო მედიცინის განვითარების მიზნით;
-
საგამომცემლო და სარეკლამო საქმიანობის წარმართვა საქართველოს მოსახლეობისა და მედიცინის მუშაკებისათვის საოჯახო მედიცინის შესახებ სამეცნიერო-პრაქტიკული და პოპულარული ინფორმაციის მიწოდების მიზნით;
-
საქართველოში საოჯახო მედიცინის მოდელის ფარგლებში ჯანდაცვის პროფესიონალთა პროფესიული უფლებებისა და ინტერესების დაცვა, აგრეთვე მათი პრაქტიკული საქმიანობის ხელშეწყობა.