სიახლეები |
|
|
02.06.2020 - სიახლეები ვებ-გვერდზე
პირველადი ჯანდაცვის პროფესიონალებისთვის, COVID-19–ზე მსუბუქი ფორმების ბინაზე მართვის მიზნით, შემუშავებულია ადაპტირებული რეკომენდაციები, ქვეყანაში არსებული რეალობის გათვალისწინებით.
იხილეთ ვრცლად
|
30.04.2020 - სიახლეები ვებ-გვერდზე
დისტანციური სწავლება თემაზე: „ახალი კორონავირუსით (SARS-CoV2) გამოწვეულ ინფექციაზე (COVID-19) საეჭვო შემთხვევის მართვა პირველად ჯანდაცვაში“
https://www.youtube.com/watch?v=UGcDkItdqsY
|
26.04.2020 - სიახლეები ვებ-გვერდზე
აუცილებელი 10 წესი, COVID-19-ით პაციენტების, ბინაზე მკურნალობის შემთხვევაში ...
იხილეთ ვრცლად
|
26.04.2020 - სიახლეები ვებ-გვერდზე
ბინაზე მოვლის რჩევები COVID-19 -ით დაავადებულ პაციენტთათვის/მათი მომვლელებისთვის, ასევე, მათთვისაც, ვისაც ტესტი ჰქონდათ დადებითი, მაგრამ არ უვლინდებათ სიმპტომები
იხილეთ
ვრცლად
|
26.04.2020 - სიახლეები ვებ-გვერდზე
რჩევები - უფროსი ასაკის და თანხმლები დაავადებებით პირებისთვის, როგორიცაა ფილტვების ქრონიკული დაავადება, გულის სერიოზული დაავადებები, შაქრიანი დიაბეტი, რომელთაც აღენიშნებათ COVID-19-ის უფრო მწვავე ფორმის განვითარების მომატებული რისკი. მომატებული რისკით პაციენტებმა, სიმპტომების გაჩენისთანავე - დაუყოვნებლივ უნდა მიმართონ ექიმს.
იხილეთ ვრცლად
|
08.04.2020 - სიახლეები ვებ-გვერდზე
რა შემთხვევაში გადის 112-ის ბრიგადა გამოძახებაზე და რა დროს გადაეცემა 112-ში შემოსული ზარი ოჯახის ექიმს?
იხილეთ:
რა შემთხვევაში გადის სასწრაფო
|
|
31.03.2020 - სიახლეები ვებ-გვერდზე
პირველად ჯანდაცვაში დასაქმებული პერსონალისთვის და პაციენტებისთვის დროული, ეფექტიანი და უსაფრთხო რეკომენდაციების მიწოდების და ასევე, COVID-19-ის დაავადების მქონე პირთა დაავადების მართვის ხარისხის გაუმჯობესებაის მიზნით, შემუშავდა „SARS-CoV-2 (COVID-19) ინფექციაზე საეჭვო შემთხვევის მართვა პირველად ჯანდაცვაში“ კლინიკური მდგომარეობის მართვის სახელმწიფო სტანდარტი და დამხმარე მასალა.
ვრცლად, იხილეთ აქ
|
14.01.2019 - სიახლეები ვებ-გვერდზე
ტუბერკულოზის, აივ/ინფექცია შიდსის, C ჰეპატიტის სკრინინგის ინტეგრირება პირველად ჯანდაცვაში და პარტნიორობის განვითარება დაავადებათა ადრეული გამოვლენისთვის საქართველოს სხვადასხვა რეგიონში.
სსიპ „ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი"
პროექტის ძირითადი სამუშაოები:
მოსახლეობის ინფორმირებულობის ამაღლება აივ/შიდსის, ტუბერკულოზისა და C ჰეპატიტის შესახებ პროგრამის მხარდასაჭერად, სახელმწიფო და კერძო პარტნიორების მობილიზების საშუალებით
პირველადი ჯანდაცვის დონეზე ტუბერკულოზის, აივ ინფექცია/შიდსისა და C ჰეპატიტის სკრინინგის სერვისების ინტეგრირებული მოდელის შემუშავება, დაავადებათა ადრეული გამოვლენისა და ეფექტური რეფერალის უზრუნველყოფის მიზნით
TB/HIV/HCV სკრინინგის და ამ დაავადებათა ადრეული გამოვლენის მიზნით ადგილობრივ დონეზე სკრინიგის სერვისების ჰორიზონტალური კოორდინაციის მექანიზმების შექმნა
აღნიშნულ წლებში, სსიპ ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრთან მჭიდრო თანამშრომლობის საფუძველზე ის პროგრამის ფარგლებში, შემუშავდა პჯდ პერსონალის ტრენინგის მოდულების და სასწავლო მასალები, რის საფუძველზეც შეიქმნა ელექტრონული სასწავლო მოდული. აღნიშნული მოდულის დანერგვა, თავის მხრივ, ხელს უწყობს სამედიცინო პერსონალის უწყვეტი პროფესიული განვითარების სისტემაში ჩართვის ალტერნატიული მექანიზმების შექმნას და შესაბამის სერტიფიცირებას.
სასწავლო კურსი „აივ/შიდსის, ტუბერკულოზისა და C ჰეპატიტის სერვისების ინტეგრაცია პირველადი ჯანდაცვის ქსელში“ შეგიძლიათ იხილოთ – http://www.nfmtc.ge აღნიშნული მოდული გაიარა 700-ზე მეტმა ჯანდაცვის პროფესიონალმა.
|
არქივი |